ანზორ მექვაბიშვილმა გამოჯანმრთელების შემდეგ, კრაიოვას „უნივერსიტატიას“ სასტარტო შემადგენლობაში ზედიზედ მესამე მატჩი ჩაატარა. მე-17 ტურში „უნივერსიტატია“ სტუმრად „არადს“ შეხვდა და 2:1 გაიმარჯვა. საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი სასტარტო შემადგენლობაში იყო და არ შეუცვლიათ. მან მიმდინარე სეზონში კრაიველებში 9-ჯერ ითამაშა და 1 გოლი გაიტანა.
„უნივერსიტატიას“ 28 ქულა აქვს და 16-გუნდიან ჩემპიონატში მე-2 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი




