„პერსეპოლისმა“, რომელშიც გიორგი გველესიანი გამოდის, აზიის ჩემპიონთა ლიგაში ფრედ მესამე შეხვედრა დაასრულა. მე-5 ტურში ირანის მოქმედი ჩემპიონი სტუმრად კატარის „ალ რაიანს“ შეხვდა და გუნდებმა ქულები გაიყვეს – 1:1.
საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველმა შეუცვლელად ითამაშა. „პერსეპოლისი“ მე-17 წუთზე ფარაჯიმ დააწინაურა, ხოლო „ალ რაიანიდან“ საპასუხო ბურთი 57-ე წუთზე ბენშარკიმ გაიტანა.
განვლილ 5 ტურში „პერსეპოლისს“ არ მოუგია და დასავლეთ ზონის 12 გუნდში 3 ქაულით მე-9 ადგილზეა – პლეი-ოფის ზონამდე მხოლოდ ქულა აშორებს. შეგახსენებთ, რომ შემდეგ ეტაპზე პირველი 8 გუნდი გადის.
ლაშა თაბაგარი




