„ემპოლიმ“ იტალიის სერია A-ში 5-მატჩიანი მოიგებელი (2 დრე და 3 მარცხი) სერია დაასრულა. მე-11 ტურის ბოლო მატჩში ტოსკანელებმა „კომო“ მიიღეს და 1:0 აჯობეს. გამარჯვების გოლი 47-ე წუთზე პელეგრიმ გაიტანა.
განვლილ შეხვედრაში საქართველოს ნაკრების მცველებიდან არცერთს უთამაშია – გოგლიჩიძე დისკვალიფიცირებულია, ხოლო საზონოვი ტრავმირებულია.
„ემპოლი“ 14 ქულით 20-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-11 პოზიციაზეა.
ლაშა თაბაგარი





