კრეტას ოფი, რომელშიც ლევან შენგელია გამოდის საბერძნეთის სუპერლიგის მე-10 ტურში „ასტერასს“ ესტუმრა და სამუ უპასუხო ბურთი გაუშვა. საქართველოს ეროვნული ნაკრების გარემარბი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 69-ე წუთზე შეცვალეს. ორი 14 ქულით 14-გუნდიან სუპერლიგაში მე-8 ადგილზეა.
უკრაინის პრემიერლიგის მე-12 ტურში „ჩერკასიმ“ გასვლაზე „ზორია“ 2:1 დაამარცხა. ჩვენი ეროვნული გუნდის ნახევარმცველმა ლევან ნონიკაშვილმა გამარჯვებულთა შემადგენლობაში შეუცვლელად ითამაშა. „ჩერკასი“ 18 ქულით 16 გუნდში მე-7 პოზიციაზეა.
ლაშა თაბაგარი




