ვაკო ყაზაიშვილმა ჩინეთის სუპერლიგა მაჟორულ ნოტზე დაასრულა. ბოლო 30-ე ტურში „შანდუნი“, სადაც ქართველმა შემტევმა ნახევარმცველმა სადებიუტო სეზონი გაატარა, შინ „მეიჟუს“ შეხვდა და 2:1 დაამარცხა.
ყაზაიშვილი სასტარტო შემადგენლობაში იყო და მე-16 წუთზე გათამაშებული საუცხოო კომბინაციის შემდეგ, საჯარიმოში შესულმა ანგარიში გახსნა, მე-60 წუთზე, როდესაც 1:1 იყო, ყაზაიშვილმა თანაგუნდელს გაატანინა.
31 წლის ფეხბურთელმა განვლილ სეზონში „შანდუნში“ ჩატარებულ 29 შეხვედრაში მეტოქეთა კარი 7-ჯერ აიღო და 6 საგოლე პასი გააკეთა. „შანდუნმა“ 16-გუნდიან ჩემპიონატში მე-5 ადგილი დაიკავა და აზიის ჩემპიონთა ლიგის საგზური ვერ მოიპოვა.
ლაშა თაბაგარი





