ანტონიო კონტეს განცხადებით „ნაპოლიში“ ბევრი სამუშაო. ნეაპოლელთა მთავარმა მწვრთნელმა ამის შესახებ იტალიის თასის 1/32-ფინალში ქვედალიგელ „მოდენასთან“ პენალტების სერიაში გამარჯვების (4:3) შემდეგ განაცხადა. მატჩის ძირითადი დრო 0:0 დასრულდა.
„ბევრია სამუშაო როგორც მოედანზე, ასევე კლუბში. ზოგიერთ რამეზე ვერ ვისაუბრებ. „ნაპოლიში“ დიდი ენთუზიაზმით მივედი და ახლა მთლიანად ჩემი თავი კლუბში მუშაობას მივუძღვენი. ჩვენ შემადგენლობის გაძლიერება გვჭირდება, რაც განვლილ თამაშში ნათლად გამოჩნდა“ – ციტირებს calcionapoli1926.it კონტეს, რომელმაც „ნაპოლის“ თავკაცის რანგში თავისი პირველი ოფიციალური მატჩი ჩაატარა.
„მოდენასთან“ ხვიჩა კვარაცხელიამ შეუცვლელად ითამაშა და გადამწყვეტი პენალტი გაიტანა.
ლაშა თაბაგარი





