აბურჯანიას სადებიუტო მატჩი „ავეშში“

0
15

პორტუგალიის ჩემპიონატში დაბრუნებულმა გიორგი აბურჯანიამ „ავეშში“ სადებიუტო მატჩი ჩაატარა. პრიმეირა ლიგის პირველ ტურში „ავეშში“ შინ „ნასიონალს“ შეხვდა და გუნდებმა ქულები გაიყვეს – 1:1. საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 68-ე წუთზე შეცვალეს. 29 წლის ფეხბურთელი „ავეშს“ მიმდინარე ზაფხულში შეუერთდა. მანამდე, ის პორტუგალიაში „ჟილ ვისენტეში“ გამოდიოდა.
რუმინეთის უმაღლესი დივიზიონის მე-5 ტურში კრაიოვას „უნივერსიტატიამ“ სტუმრად „სეპსი“ 2:1 დაამარცხა. გამარჯვებულთა შემადგენლობაში ჩვენი ეროვნული გუნდის ნახევარმცველმა ანზორ მექვაბიშვილმა შეუცვლელად ითამაშა. „უნივერსიტატია“ 11 ქულით 16-გუნდიან ჩემპიონატში ლიდერია.
ლაშა თაბაგარი