„ბარსელონას“ კაპიტანი ტერ შტეგენი იქნება

0
64

„ბარსელონას“ ახალი კაპიტანი ეყოლება. გამოცემა Marca-ს ინფორმაციით, 2024-2025 წლების სეზონში ესპანურ გრანდს გერმანელი მეკარე მარკ-ანდრე ტერ შტეგენი უკაპიტნებს. მაა ასეთი პატივი წილად მას მერე ხვდა, რაც „ბარსელონა“ მცველმა სერხი რობერტოკმ დატოვა.
ტერ შტეგენი კატალონიელთა რიგებს 2014 წლიდან იცავს და 432 მატჩი ჩაატარა. მან ესპანეთის ლა ლიგა და თასი 5-5-ჯერ მოიგო. გარდა ამისა, ტერ შტეგენი სუპერთასს 2-ჯერ დაეუფლა, ხოლო ჩემპიონთა ლიგაში, უეფას სუპერთასზე და მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე თითოჯერ გაიმარჯვა.
ლაშა თაბაგარი