ჩემპიონთა ლიგის 2023-2024 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად მადრიდის „რეალის“ გარემარბი ვინისიუს ჟუნიორი დაასახელეს, რის შესახებ უეფას პრესსამსახური იუწყება.
განვლილ სეზონში ბრაზილიის ეროვნული ნაკრების 23 წლის მოთამაშემ ჩემპიონთა ლიგაში ჩატარებულ 10 მატჩში 6 გოლი გაიტანა და 5 საგოლე პასი გააკეთა. მან მადრიდელებს ტურნირის მეთხუთმეტედ მოგებაში ხელი დიდად შეუწყო.
ფინალში „რეალმა“ დორტმუნდის „ბორუსიას“ 2:0 აჯობა და ვინისიუს ჟუნიორმა მეტოქის კარი 83-ე წუთზე აიღო,
ლაშა თაბაგარი




