გიორგი გოჩოლეიშვილი: “გუნდში ძალიან კარგი განწყობაა”

0
52

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები, ევროპის ჩემპიონატისთვის მზადებას ავსტრიაში განაგრძობს. 3 ივნისს ნაკრებმა 20 ფეხბურთელის შემადგენლობით ივარჯიშა. მათ შორის იყვნენ:გიორგი მამარდაშვილი, გიორგი ლორია, გურამ კაშია, გიორგი გოჩოლეიშვილი, ჯიმი ტაბიძე, ლაშა დვალი, ოთარ კაკაბაძე, ოთარ კიტეიშვილი, ნიკა კვეკვესკირი, ანზორ მექვაბიშვილი, გიორგი ქოჩორაშვილი სანდრო ალთუნაშვილი, გაბრიელ სიგუა, გიორგი წიტაიშვილი, ლევან შენგელია, გიორგი ჩაკვეტაძე, ზურიკო დავითაშვილი, ხვიჩა კვარაცხელია, გიორგი ქვილითაია და ბუდუ ზივზივაძე.
ეროვნულ ნაკრებთან ერთად არ უვარჯიშია გიორგი გველესიანს, რომელიც გუნდს გვიან ღამით შეუერთდა.  ვარჯიშის შემდეგ, ევროპის ჩემპიონატისთვის მზადების და მონტენეგროსთან ამხანაგური მატჩის შესახებ გიორგი გოჩოლეიშვილმა ისაუბრა.
გიორგი გოჩოლეიშვილი (საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი): “გუნდში ძალიან კარგი გარემო და განწყობაა. ვემზადებით სადებიუტო ევროპის ჩემპიონატისთვის. პირადად ჩემთვის, ეს ტურნირი ძალიან მნიშვნელოვანია. ყოველთვის ვოცნებობდი ევროპის ჩემპიონატზე თამაშზე.
ვარჯიშებზე სულ ასი პროცენტით ვიხარჯებოდი და ამ მხრივ არაფერი შეცვლილა. ორმაგი მოტივაციით ვემზადებით მოახლოებული ტურნირისთვის, რომელიც ჩემთვის პირველი იქნება და ძალიან დიდ გამოცდილებას დავაგროვებ.
ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე, მონტენეგროსთან ამხანაგური თამაში დაგვეხმარება გამოვავლინოთ ჩვენი შესაძლებლობები. შემდეგ უკვე მოვემზადებით გერმანიისთვის”.
მეკარეები: გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია, ესპანეთი), გიორგი ლორია (დინამო თბილისი, საქართველო), ლუკა გუგეშაშვილი (ყარაბაღი, აზერბაიჯანი).
მცველები: სოლომონ კვერკველია (ალ ახდუდი, საუდის არაბეთი), გიორგი გველესიანი (პერსეპოლისი, ირანი), გურამ კაშია (სლოვანი, სლოვაკეთი), ჯიმი ტაბიძე (პანეთოლიკოსი, საბერძნეთი), ლაშა დვალი (აპოელი, კვიპროსი), ლუკა ლოჩოშვილი (კრემონეზე, იტალია), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია, პოლონეთი), გიორგი გოჩოლეიშვილი (შახტარი, უკრაინა).
ნახევარმცველებია/თავდამსხმელები: გიორგი ჩაკვეტაძე (უოტფორდი, ინგლისი), ანზორ მექვაბიშვილი (კრაიოვა, რუმინეთი), გაბრიელ სიგუა (ბაზელი, შვეიცარია), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), ნიკა კვეკვესკირი (ლეხი, პოლონეთი), გიორგი ქოჩორაშვილი (ლევანტე, ესპანეთი), სანდრო ალთუნაშვილი (ვოლფსბერგერი, ავსტრია), ლევან შენგელია (პანეთოლიკოსი, საბერძნეთი), გიორგი წიტაიშვილი (დინამო ბათუმი, საქართველო),  საბა ლობჟანიძე (ატლანტა იუნაიტედი, აშშ), გიორგი მიქაუტაძე (მეცი, საფრანგეთი), ბუდუ ზივზივაძე (კარლსრუე, გერმანია), გიორგი ქვილითაია (აპოელი, კვიპროსი), ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი, იტალია), ზურიკო დავითაშვილი (ბორდო, საფრანგეთი).
ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე საქართველოს ნაკრები 9 ივნისს მხანაგურ მატჩს ჩერნოგორიის ეროვნულ გუნდთან პოდგორიცაში ჩაატარებს.
ვილი სანიოლის შეგირდები ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე სამ შეხვედრას გამართავენ: 18 ივნისს დორტმუნდში თურქეთს დაუპირისპირდებიან, 22 ივნისს ჰამბურგში ჩეხეთს შეხვდებიან, ხოლო 26 ივნისს გელზენკირხენში პორტუგალიასთან ითამაშებენ.
ლაშა თაბაგარი