ლონდონის “ჩელსის” მთავარ მწვრთნელად ენცო მარესკა დანიშნეს, რის შესახებ კლუბის პრესსამსახური იუწყება. მან არგენტინელი მაურიციო პოჩეტინო შეცვალა. 44 წლის სპეციალისტმა 2029 წლამდე გააფორმა კონტრაქტი, რომლის ამოწურვის შემდეგ, თუ მხარეები სურვილი იქნება თანამშრომლობას ავტომატურად კიდევ ერთი წელი გააგრძელებენ.
მარესკა 2023-2024 წლების სეზონში “ლესტერს” ავარჯიშებდა, რომელიც პრემიერლიგაში დააბრუნა. მანამდე, ის “მანჩესტერ სიტის” მთავარი მწვრთნელის პეპ გვარდილას შტაბში შედიოდა და 2021 წელს “პარმას” ავარჯიშებდა.
ლაშა თაბაგარი




