ლობჟანიძის საშინაო მარცხი, ქართველების გოლები ყაზახეთში

0
39

„ატლანტა იუნაიტედი“ MLS-ის მე-16 ტურში საბა ლობჟანიძის დუბლი სტუმრად ლიონელ მესის „ინტერ მაიმისთან“ გამარჯვების შემდეგ, მე-17 ტურში შინ „შარლოტთან“ 2:3 დამარცხდა. საქართველოს ეროვნული ნაკრების გარემარბი 77-ე წუთზე შეცვალეს.
„ატლანტა“ 35-ე წუთზე დაწინაურდა, ხოლო სტუმრებმა ანგარიში მე-40 წუთზე მასპინძელტა ფეხბურთელის ავტოგოლით გაათანაბრეს. „შარლოტმა“ კიდევ ორი გოლი 56-ე და 68-ე წუთზე გაიტანა, „ატლანტამ“ კი მხოლოდ ანგარიშის შემცირება მოახერხა 76-ე წუთზე.
„ატლანტა იუნაიტედს“ 16 ქულა აქვს და 15 გუნდში მე-13 ადგილზეა.
ყაზახეთის ლიგის თასზე „ქაირათმა“ თავის მოედანზე ყარაგანდის „შახტიორი“ 4:2 დაამარცხა. გამარჯვებულთა რიგებში მოთამაშე ქართველი ლეგიონერებიდან გიორგი ზარიამ პენალტი გაიტანა, ხოლო სტუმრებიდან დუბლი იმედა აშორტიამ შეასრულა.
ლაშა თაბაგარი