ორი ქართული გოლი ესტონეთში

0
41

ესტონეთის უმაღლესი დივიზიონის მე-14 ტურში „ტრანსმა“, რომელშიც ოთხი ქართველი ფეხბურთელი გამოდის, შინ „ნომე კალიუ“ 4:1 დაამარცხა.
ზაქარია ბეგლარიშვილმა მასპინძლებში შეუცვლელად ითამაშა და მე-60 მწუთზე პენალტი გამოიყენა – 3:1. სერგი კუხიანიძე თამაშში 81-ე წუთზე ჩაერთო და ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-7 წუთზე საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. ვაჟა ნემსაძე სასტარტოში იყო და 96-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო შალვა ბურჯანაძემ მოედანზე ორი ტაიმი დაჰყო. „ტრანსი“ 15 ქულით 10 გუნდში მეშვიდეა.
ლაშა თაბაგარი