საბა ლობჟანიძემ „ატლანტა იუნაიტედში“ გადასვლის შემდეგ, MLS-ში საუკეთესო მატჩი ჩაატარა. აღმოსავლეთ კონფერენციის მე-16 ტურში ატლანტელები სტუმრად „ინტერ მაიამის“ შეხვდნენ, რომელსაც ლიონელ მესი კაპიტნობს და ორბურთიანი სხვაობით აჯობეს.
სასტარტოში მყოფმა ლობჟანიძემ ანგარიში 44-ე წუთზე გახსნა, როდესაც ბურთი მეტოქის ნახევარზე მიიღო და საჯარიმოსთან მიახლოებულმა „ცხრიანში“ ზუსტად დაარტყა – 0:1. 59-ე წუთზე ლობჟანიძემ ატლანტელთა ნახევარზე მარჯვენა ფლანგიდან ცენტრისკენ შეიწია და დაახლოებით 20 მეტრიდან „ცაციათი“ ბურთი შორეულ კუთხეში გაგზავნა – 0:2.
62-ე წუთზე მესიმ „ატლანტას“ საჯარიმოს მისადგომებიდან დაბალ კუთხეში გაიტანა – 1:2.. 73-ე წუთზე ტიარემ აიღო „ინტერ მაიამის“ კარი და დარჩენილ დროში მეტი გოლი არ გასულა. „ატლანტა იუნაიტედი“ 16 ქულით 15 გუნდში მე-12 ადგილზეა.
ცნობისთვის, „ინტერ მაიამიმ“ მიმდინარე სეზონში პირველი თამაში წააგო, როდესაც მესი შემადგენლობაში იყო.
ლაშა თაბაგარი




