გიორგი გულიაშვილი ბოსნიის უმაღლესი დივიზიონის სეზონის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა. ეს სეზონის დასრულების შემდეგ გაამრთულ ტრადიციულ დაჯილდოვების ცერემონიალზე გაირკვა. გულიაშვილს მოქმედი კონტრაქტი “სარაევოსთან” აკავშირებს, ხოლო განვლილი სეზონი იჯარით “ველეჟში” ჩაატარა, რომლის მაისურით ჩემპიონატში ჩატარებულ 22 მატჩში 8 გოლი გაიტანა და 1 საგოლე პასი გააკეთა. 22 წლის ფორვარდმა ბოსნიის თასზე ერთხელ ითამაშა და მეტოქეთა კარი 2-ჯერ აიღო.
შეგახსენებთ, რომ გულიაშვილმა გასულ წელს საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების რიგებში ევროპის ჩემპიონატზე ითამაშა და ბელგიასთან გამთანაბრებელი გოლიც გაიტანა.
ლაშა თაბაგარი





