ინგლისის ეროვნული ნაკრების ყოფილი ფორვარდი უეინ რუნი ჩემპიონშიფის „პლიმუტს“ გაწვრთნის, რომელმაც გასულ სეზონში 24 გუნდში 21-ე ადგილი დაიკავა.
„ევერტონის“ და „მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილი ფეხბურთელი ბოლოს „ბირმინგემში“ მუშაობდა – 2023 წლის ოქტომბრიდან 2024 წლის იანვრამდე. მანამდე, 38 წლის რუნი ამერიკულ „დი სი იუნაიტედს“ და ჩემპიონშიფის „დერბი ქაუნთის“ ავარჯიშებდა.
ლაშა თაბაგარი
