სიმონე ინძაგის გარჯა დაუფასეს

0
33

მილანის „ინტერის“ თავკაცი სიმონე ინძაგი იტალიის სერია A-ს 2023-2024 წლების სეზონის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს. ამის შესახებ სერია A-ს პრესსამსახური იუწყება.
48 წლის იტალიელის სპეციალისტის ხელმძღვანელობით „ინტერმა“ 37 მატჩიდან 29 მოიგო და 8 ფრედ დაასრულა, ხოლო 2-ჯერ დამარცხდა – გუნდს არსებობის ისტორიაში მე-20 სკუდეტო ჩემპიონატის დასრულებამდე 5 ტურით ადრე მოაგებინა.
ინძაგი „ინტერს“ 2021 წლის ივნისიდან ავარჯიშებს. მანამდე, მან მილანელებს იტალიის თასი და სუპერთასი ააღებინა, ასევე ჩემპიონთა ლიგის ფინალში გაიყვანა.
ლაშა თაბაგარი