ოლივიე ჟირუმ „მილანიდან“ წასვლა ოფიციალურად დაადასტურა

0
59

ოლივიე ჟირუმ ოფიციალურად დაადასტურა, რომ მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, „მილანიდან“ წავა.
„მინდა გაცნობით, რომ მომდევნო ორი შეხვედრა ჩემთვის ბოლო იქნება „მილანის“ შემადგენლობაში. კარიერას MLS-ში გავაგრძელებ. ჩემი ისტორია „მილანში“ წელს მთავრდება, მაგრამ ეს კლუბი ჩემს გულში სამუდამოდ დარჩება“ – განაცხადა საფრანგეთის ეროვნული გუნდის ფორვარდმა იტალიური კლუბის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ვიდეორგოლში.
37 წლის ჟირუ „მილანში“ 2021 წლის აგვისტოდან გამოდის და ყველა ტურნირში ჩატარებულ 130 მატჩში 48 გოლი გაიტანა. მან მილანელებთან ერთად 2021-2022 წლების სეზონში იტალიია სერია A მოიგო.
ჟირუ კარიერას |ლოს ანჯელესში“ გააგრძელებს, რომელსაც წელიწადნახევრიან კონტრაქტზე შეუთანხმდა.
ლაშა თაბაგარი