“გაგრას” მოგებთა სერია წყალტუბოში შეწყდა, “დინამომ” სამტრედიაში ვერ მოიგო

0
19

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-14 ტურში წყალტუბოს “სამგურალმა” “გაგრა” მიიღო და 2 უპასუხო ბურთი გაუტანა. მატჩის 29-ე წუთზე ლუკა ხორხელმა მარცხენა ფლანგიდან კუთხური ჩააწოდა და მეტოქის საჯარიმოში მყოფმა გიორგი ფანცულაიამ ქუსლით ეფექტური გოლი გაიტანა – 1:0. 39-ე წუთზე მიხეილ აშვეთიას შეგირდების კონტრშეტევის დროს, დემურ ჩიხლაძემ ბურთი სტუმართა საჯარიმოს მისადგომებთან მყოფ ალექსანდრე ვერულიძეს გადააწოდა, რომელმაც ანგარიშში სვაობა ორ ბურთამდე გაზარდა – 2:0. დარჩენილ დროში მეტი გოლი არ გასულა და “სამგურალმა” მიმდინარე სეზონში მესამე შეხვედრა მოიგო.
წყალტუბოლელებს 13 ქაულა აქვთ და 10-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-7 ადგილზეა. გიორგი ონიანის გაწვრთნილმა “გაგრამ” ზედიზედ სამი თამაშის მოგების შემდეგ წააგო და 13 ქულით მერვეა.
სამგურალი 2:0 გაგრა 
პარალელურად გამართულ შეხვედრაში “სამტრედიამ” თბილისის “დინამო” მიიღო და გუნდებო ერთმანეთს გატანილი გოლების გარეშე დაშორდნენ. ესპანელი ანდრეს კარასკოს ხელმძღვანელობით “დინამომ” თავი 18 ქულა დააგროვა და მეხუთეა. ჩრდილოეთ მაკედონიელი დიმიტარ კაპინკოვსკის თავკაცობით “სამტრედია” 8 ქულით ბოლოა.
სამტრედია 0:0 დინამო თბ 
ლაშა თაბაგარი