კრისტა;ლბეთ ეროვნული ლ,იგის მე-13 ტურში ბათუმში დასრულდა, სადაც მოქმედი ჩემპიონი „დინამო“ „თელავს“ შეხვდა და მხოლოდ ქულა აიღო. უკრინელი ანდრეი დემჩენკოს გაწვრთნილი გუნდი მშობლიურ არენას დაუბრუნდა, სადაც რამდენიმე თამაში ვერ ჩაატარა, რადგან ბალახის საფარის გამოსასწორებელი სამუშაოები მიმდინარეობდა. „თელავის“ მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე დებიუტი სომეხ არმენ ადამიანს ჰქონდა, რომელმაც რუსი იგორ ვასილენკო შეცვალა. მატჩში, რომელსაც მცირერიცხოვანი გულშემატკივარი დაესწრო, ანგარიში მე-6 წუთზე გაიხსნა – მასპინძლების კაპიტანმა მამუკა კობახიძემ საკუთარ საჯარიმოში თავით ცუდად დაუბრუნა ბურთი მეკარე ლუკა ხარატიშვილს, რომელსაც რუსმა ფორვარდმა მაქსიმ მაიროვიჩმა დაასწრო და ვარდნაში გაიტანა – 0:1. მეორე ტაიმის დაწყებიდან 10 წუთში პაატა ღუდუშარუმა ბურთი თელაველტა საჯარიმოს კიდესთან მიიღო, ერთი შეხებით ცენტრისკენ შეიწია და შორეულ კუთხეში ეფექტური გოლი „შეაგდო“ – 1:1. 89-ე წუთზე სტუმრებს უხეშობისთვის ნახევარმცველი თორნიკე მორჩილაძე გაუძევეს.
„დინამოს“ 27 ქულა აქვს და 10-გუნდიან ჩემპიონატში მე-3 ადგილზეა – ლიდერ თბილისის „იბერიას“ 2 ქულით ჩამორჩება, ხოლო მეორე ადგილზე მყოდ გორის „დილას“ ერთი ქულით. „თელავი“ 12 ქულით მე-8 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი





