პერესი: „მოურინიო და კონატე ჩემი პირველი შენაძენები იქნება“

0
1

მადრიდის „რეალის“ პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა დაადასტურა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში გუნდის მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო გახდება, ხოლო პირველი ახალწვეული „ლივერპულის“ ექსმცველი იბრაჰიმ კონატე იქნება.
„ჟოზე მოურინიო და იბრაჰიმ კონატე ჩემი პირველი შენაძენები იქნება. თქვენ იცით ვინ ვარ. „რეალის“ ფანატებს ჩემი უნდა სჯეროდეთ. ჩვენ დაუჯერებელი გუნდი გვეყოლება“ – იუწყება პერესის ნათქვამს Diario AS.
მოურინიოს ლისაბონის „ბენფიკასთან“ მოქმედი კონტრაქტი აკავშირებს და „რეალი“ მის სანაცვლოდ პორტუგალიურ კლუბს 15 მილიონ ევროს გადაუხდის. კონატე „ლივერპულში“ 2021 წლიდან გამოდიოდა და ყველა ტურნირში ჩატარებულ 183 მატჩში 7 გოლი გაიტანა და 4 საგოლე პასი გააკეთა.
„რეალის“ პრეზიდენტის არჩევნები 7 ივნისს კვირას გაიმართება. მოქმედი პრეზიდენტის პერესის კონკურენტი მექსიკაში მოღვაწე ბიზნესმენი ენრიკე რიკელმეა.
ლაშა თაბაგარი