ანდონი ირაოლამ „ლივერპულთან“ კონტრაქტი გააფორმა, რის შესახებ ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო იუწყება. ინგლისური კლუბის ხელმძღვანელები ესპანელ სპეციალისტს უახლოეს ხანში წარადგენენ.
43 წლის ირაოლამ ნიდერლანდელი არნე სლოტი შეცვალა და „ლივერპულთან“ 2-წლიანი ხელშეკრულება დადო. ის „ბორნმუთს“ 2023 წლიდან ავარჯიშებდა და 2025-2026 წლების სეზონში გუნდმა არსებობის ისტორიაში პრემიერლიგაში საუკეთესო შედეგი აჩვენა – მეექვსე ადგილზე გავიდა. მომავალ სეზონში „ბორნმუთი“ არსებობის ისტორიაში პირველად ევროპა ლიგის ფაზაში ითამაშებს. მანამდე, ირაოლა კვიპროსის ლარნაკას აეკ-ს, ესპანეთის „მირანდესს“ და „რაიო ვალეკანოს“ ავარჯიშებდა.
2025-2026 წლების სეზონში მამარდაშვილმა „ლივერპულის“ შემადგენლობაში ყველა ტურნირში 20 მატჩი ჩაატარა და 34 გოლი გაუშვა – სამ შეხვედრაში კარი „მშრალად“ შეინახა.
„ლივერპულმა“ მამარდაშვილი „ვალენსიადან“ 2024 წელს 35 მილიონ ევროდ შეიძინა და კონტრაქტი 2030 წლამდე გაუფორმა.
ლაშა თაბაგარი





