„კოლხეთს“ კახა ჩხეტიანი გაწვრთნის

0
53

ფოთის „კოლხეთს“ ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს. ფოთელთა პრესსამსახურის ინფორმაციით, გუნდი 46 წლის კახა ჩხეტიანმა ჩაიბარა. მიმდინარე სეზონში, ის „კოლხეთის“ მესამე მწვრთნელია. მანამდე, შავიზღვისპირელებს დავით კვირკველია ავარჯიშებდა, რომელიც 22 აპრილს კლიმენტი წიტაიშვილი შეცვალა. ჩხეტიანი 2023 წლის მაისიდან, როდესაც ქუთაისას „ტორპედოდან“ გაუშვეს უმუშევარი იყო.
მან სამწვრთნელო კარიერის მანძილზე „ტორპედოსთან“ ერთად საქართველოს ჩემპიონატი ერთხელ, დავით ყიფიანის სახელობის თასი 3-ჯერ, ხოლო სუპერთასი ორჯერ მოიგო.
ლაშა თაბაგარი