
დუშან ვლახოვიჩი ივნისში ტურინის „იუვენტუსიდან“ წავა. ეს ინფორმაცია კლუბის სპორტულმა დირექტორმა ჯორჯო კიელინიმ დაადასტურა. სერბეთის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელს 30 ივნისს ეწურება კლუბთან კონტრაქტი, რომლის გახანგრძლივება არ სურს.
„მსურს, რომ დუშანი დარჩეს, რადგან მისთვის ჩვენი კლუბი სულ ერთი არაა. თუმცა, მას უფრო მაღალი ხელფასი უნდა. დღევანდელი გადახდის პირობებში ის იტალიაში არ დარჩება“ – თქვა კიელინიმ.
ვლახოვიჩი „იუვენტუსში“ 2022 წლის იანვარში გადავიდა და ყველა ტურნირში ჩატარებულ 168 მატჩში 68 გოლი გაიტანა.
ლაშა თაბაგარი




