აპოელმა, რომელშიც საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდი გიორგი ქვილითაია და მცველი ლაშა დვალი გამოდიან, კვიპროსის ჩემპიონატი მოიგო. ბოლო ტურში აპოელმა უშუალო კონკურენტი აეკ-ი მიიღო და 1:1 ითამაშა, რაც ქართველების გუნდისთვის ოქროს მედლების მოსაპოვებლად საკმარისი აღმოჩნდა. ქვილითაიამ და დვალმა კვიპროსის ჩემპიონის ტიტული პირველად მოიგეს.
30 წლის ქვილითაიამ განვლილ სეზონში ჩატარებულ 29 მატჩში 8 გოლი გაიტანა, ხოლო 28 წლის დვალმა 27 თამაშში მეტოქეთა კარი 3-ჯერ აიღო. მომდევნო სეზონში აპოელი ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს.
ლაშა თაბაგარი





