იტალიის სერია A-ში ზედიზედ 4 მატჩის ფრედ დასრულების შემდეგ, 36-ე ტურში ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი“ შინ „ბოლონიასთან“ დამარცხდა. საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდმა 35-ე ტური ტრავმის მიზეზით გამოტოვა, ხოლო ამჯერად სასტარტო შემადგენლობაში იყო.
მატჩის მე-9 წუთზე ნეაპოლელთა საჯარიმოში მყოფმა სტუმართა ფეხბურთელმა თავზე „დაასვა“ ბურთი კართან ახლოს მყოფ ნდოიეს, რომელმაც ანგარიში გახსნა – 0:1. მე-12 წუთზე ბოლონიელებმა კუთხური ჩააწოდეს და მასპინძლების საჯარიმოში საჰაერო ორთაბრძოლა კალაფიორიმ მოიგო, ხოლო პოშმა ასევე თავით ტიაგო მოტას გაწვრთნილი გუნდი კიდევ უფრო დააწინაურა. 21-ე წუთზე ფროილერმა თავის საჯარიმოში ვიქტორ ოსიმენი წააქცია და მსაჯმა პენალტი დანიშნა. პოლიტანოს შესრულებული თერთმეტმეტრიანის შემდეგ, „ბოლომიას“ მეკარე რავალიამ ნახტომში მისგან მარჯვნივ წასული ბურთი მოიგერია.
65-ე წუთზე, კვარაცხელიამ ბურთი მეტოქის ნახევარზე მიიღო და მარცხნიდან საჯარიმოში შეიწია, რის შემდეგ დაარტყა, მაგრარავალიას ბურთის ხელებში დაფიქსირება არ გაჭირვებია. ამ ეპიზდოდინ 5 წუთში ოსიმენი მეკარესთან პირისპირ გავიდა, მაგრამ რავალიას ვერ აჯობა. კვარაცხელია, რომლის აქტივში განვლილ მატჩს ნამდვილად ვერ შევიტანეთ, 81-ე წუთზე შეცვალეს.
„ნაპოლის“ 51 ქულა აქვს და 20-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-8 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი
