ჯიღაურის პირველი გოლი მიმდინარე სეზონში

0
52

ჯაბა ჯიღაურმა მიმდინარე სეზონში უზბეკეთის ჩემპიონატში თავისი პირველი გოლი გაიტანა. მე-6 ტურში „ნასაფი“, რომელშიც საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი გამოდის, სტუმრად „ოლმალიქს“ შეხვდა და 4:3 დაამარცხა. ჯიღაური სასტარტო შემადგენლობაში იყო და 79-ე წუთზე მარცხენა ფლანგიდან თანაგუნდელის გადაცემის შემდეგ, საჯარიმოში მყოფმა ერთი შეხებით გაიტანა – 1:4. ის „ნასაფში“ გასული სეზონის მეორე ნახევარში ჩაირიცხა და 12 შეხვედრაში 2 გოლი მიითვალა. სტუმართა შემადგენლობაში დუბლი თბილისის „დინამოს“ ექსფორვარდმა ზორან მარუშიჩმა შეასრულა. „ნასაფის“ რიგებში ნახევარმცველმა თემურ ჩოგაძემ 88-ე წუთიდან ითამაშა. „ოლმალიქის“ სასტარტოში ფორვარდი ირაკლი რუხაძე იყო, რომელიც 65-ე წუთზე შეცვალეს.
ლაშა თაბაგარი