თომას ტუხელი: „რეალის“ გამარჯვების შანსი 51 პროცენტია“

0
39

მიუნხენის „ბაიერნის“ მთავარ მწვრთნელს თომას ტუხელს მიაჩნია, რომ ჩემპიონთა ლიგის 1/2-ფინალში მადრიდში გასამართ საპასუხო შეხვედრაში „რეალის“ გამარჯვების შანსი 51 პროცენტია. ამ გუნდებს შორის პირველი შეხვედრა მიუნხენში 2:2 დასრულდა.
„ბიჭებისთვის თამაშისწინა დარიგება არ მიმიცია. აუცილებლად მივიჩნიე მათთვის რამდენიმე ნიუანსი შემეხსენებინა. ჩვენ დღევანდელი დღე უნდა გვიხაროდეს. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენში ბავშვობის შეგრძნებამ გაიღვიძოს და გავითვალისწინოთ, რომ ყველა ასეთ თამაშებში მონაწილეობაზე ვოცნებობდით.
„სანტიაგო ბერნაბეუ“ ერთ-ერთი ურთულესი სტადიონია, მაგრამ მასზე გამარჯვება შეუძლებელი არაა. პირველ მატჩში საუცხოოდ ვითამაშეთ, მაგრამ სამწუხაროდ ვერ მოვიგეთ.
საშინაო მატჩებში „რეალის“ სტატუსით გათვალისწინები, მეტოქის გამარჯვების შესაძლებლობა 51 პროცენტია. როგორ თამაშს ველოდები? ცალმხრივს ნამდვილად არა. თამაშში რამდენიმე ფაზა იქნება და ორივე გუნდს სირთულის გადალახვა მოუწევს. „რეალიც“ და „ბაიერნიც“ ბურთის ფლობაში და სწრაფ თამაშში ძლიერები არიან. გარდამავალ ფაზებში სწორად მოქმედება მნიშვნელოვანი იქნება და იღბალიც არ გვაწყენს“ – იუწყება გერმანული მედია ტუხელის ნათქვამს.
“რეალი” – “ბაიერნის” მატჩი მადრიდში სანტიაგო ბერნაბეუს სახელობის სტადიონზე თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.
ლაშა თაბაგარი