„მეცის“ ფორვარდ გიორგი მიქაუტაძეს საფრანგეთის ლიგა 1-ის 32-ე ტურში შინ „რენთან“ 2:3 წაგებულ მატჩში მიღებული წითელი ბარათი გააუქმეს. განვლილ შეხვედრაში საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდმა გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემა გააკეთა. ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-8 წუთზე მიქაუტაძეს წითელი ბარათი აჩვენეს, რადგან მსაჯმა ჩათვალა, რომ ქართველი მოწინააღმდეგეს ეუხეშა. თუმჩა, მოგვიანებით მთავარმა არბიტრმა თავიში შეცდომა აღიარა და მიქაუტაძის „წითელი“ „ყვითლად“ გადაკვალიფიცირდა.
მიქაუტაძემ იმდინარე სეზონში ლიგა 1-ში ჩატარებულ 18 მატჩში მეტოქეთა კარი 12-ჯერ აიღო და 4 საგოლე პასი გააკეთა.
ლაშა თაბაგარი
