საქართველოს 19 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა, რომელსაც ზურაბ ხიზანიშვილი ავარჯიშებს, ევროპის 2027 წლის ჩემპიონატის მეორე რაუნდის B ლიგის მე-2 ჯგუფის პირველ მატჩში დანიელ თანატოლებთან 2:5 დამარცხდა.
მატჩის მე-7 წუთზე ანგარიში ბუნტენმა გახსნა, ხოლო ორ წუთში დანიელებიდან თავი ამბაეკმა გამოიჩინა. 34-ე წუთზე ჩვენი გუნდის კარი უილიამ ფაბერმა აიღო. მე-40 წუთზე ერთი ბურთი სანდრო მიქაუტაძემ გაქვითა, 50-ე წუთზე მათე შათირიშვილმა ავტოგოლი მიითვალა. 68-ე წუთზე დანიელების კარი შათირიშვილმა აიღო.
ხიზანიშვილის გაწვრთნილები 14 ნოემბერსბოსნია-ჰერცეგოვინას შეხვდებიან, ხოლო 17 ნოემბერს ჯგუფის მასპინძელ – სან-მარინოს.
გათამაშების ფორმატის თანახმად 7 ჯგუფის პირველადგილოსნები A ლიგის მესამე რაუნდში ითამაშებენ.
ლაშა თაბაგარი





