საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე გიორგი მამარდაშვილი შესაძლოა ბრაზილიელი ალისონის გამო „ლივერპულიდან“ წავიდეს. Sky Sports-ის ჟურნალისტი ვინი ოკონორის ინფორმაციით თუ „მერსისაიდელები“ 34 წლის ალისონთან ახალ კონტრაქტს გააფორმებენ, მაშინ მამარდაშვილი დიდი ალბათობუთ კლუბის შეცვლას გადაწყვეტს.
„ალისონს დარჩენა უნდა. 34 წლის ასაკში ის ძველებურად მთავარი მწვრთნელისთვის ანდონი ირაოლასთვის უდავო პირველი ნომერია. კულისებს მიღმა ალისონთან ახალი კონტრაქტის გაფორმებაზე მიმდინარეობს, რომელიც ზაფხულში იწურება. ისევე როგორც ვირჯილ ვან დაიკისა და მოჰამედ სალაჰის შემთხვევაში, „ლივერპული“ კომენტარს არ აკეთებს თუ რა სტადიაზე ალისონთან ახალი კონტრაქტის შესახებ მოლაპარაკება.
აღსანიშნავია, რომ ვან დაიკთან და სალაჰთან შეთანხმება კონტრაქტის ამოწურვამდე რამდენიმე თვით ადრე მოხდა. კლუბის თვალსაზრისით სრულიად ლოგიკურია, რომ ალისონის მომავალთან დაკავშირებით მოთმინება გამოავლინოს. თუ მხარეები ახალ ხელშეკრულებაზე შეთანხმდებიან, გიორგი მამარდაშვილს შესაძლოა მოუწიოს გადაწყვეტილება თავის მომავალთან დაკავშირებით მიიღოს.
იმის გათვალისწინებით, რომ ის 26 წლისაა და 2024 წელს, როდესაც „ლივერპულში“ გადავიდა მხოლოდ დუბლიორად მიიჩნეოდა. გასაკვირია არაა თუ კლუბის შეცვლას გადაწყვეტს, რათა სასტარტო შემადგენლობაში ისეთი პრაქტიკა მიიღოს, როგორიც „ვალენსიაში“ ჰქონდა“ – იუწყება ოკონორის ნათქვამს Sky Sports.
გასულ სეზონში მამარდაშვილმა პრემიერლიგაში 10 მატჩი ჩაატარა, ინგლისის ასოციაციის თასზე – 1, ინგლისის ლიგის თასზე -2, ხოლო ჩემპიონთა ლიგაში – 7. მას მიმდინარე სეზონში პრემიერლიგაში არ უთამაშია და მხოლოდ 2 შეხვედრა ჩაატარა ინგლისის ლიგის თასზე.
ლაშა თაბაგარი





