“ბაიერი” ცალი ფეხით ფინალშია

0
34

ლევერკუზენის “ბაიერმა” ევროპა ლიგის ფინალში გასასვლელად დიდი ნაბიჯი გადადგა. ესპანელი ხაბი ალონსოს გაწვრთნილი გუნდი ნახევარფინალის პირველ შეხვედრაში სტუმრად “რომას” დაუპრიისპირდა და თავისი სათამაშო უპირატესობა ორი უპასუხო გოლის გატანაში ასახა.
28-ე წუთზე რომაელთა მცველმა კარსდორპმა თავის საჯარიმოსთან ახლოს პასი თანაგუნდელს გაუკეთა, მაგრამ უხეში შეცდომა დაუშვა და ბურთი გრიმალდოს ჩააბარა, რომელმაც გოლი ვირცს გაატანინა – 1:0. 73-ე წუთზე ანდრიხმა დაახლოებით 25 მეტრიდან “ცხრიანში” გაიტანა – 2:0. მეტჩის ბოლო წუთზე რომაელთა ფორვარდმა აბრაჰამმა თავი ახლო მანძილიდან ვერ გაიტანა. “ბაიერს” ყველა ტურნირში ზედიზედ 47 მატჩია არ წაუგია – 39 გამარჯვება და 8 ფრე. გუნდებს შორის საპასუხო შეხვედრა 9 მაისს ლევერკუზენში შედგება.
მეორე ნახევარფინალში “მარსელმა” ბერგამოს “ატალანტა” მიიღო და გუნდებმა გოლები გაცვალეს. სტუმრებიდან მე-11 წუთზე თავი სკამაკამ გამოიჩინა, ხოლო მასპინძლებიდან მე-20 წუთზე საპასუხო ბურთი მბემბამ გაიტანა. ამ გუნდებს შორის გამარჯვებული 9 მაისს ბერგამოში გაირკვევა.
ლაშა თაბაგარი