ქართული „კლასიკო“ უგოლოდ დასრულდა

0
18

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-12 ტური ქართული „კლასიკოსი“ დასრულდა, რომელშიც შოტლანდიელი სტივ კინის გაწვრთნილმა ქუთაისის „ტორპედომ“ თბილისის „დინამოს“ უმასპინძლა, რომელსაც ესპანელი ანდრეს კარასკო თავკაცობს. მატჩის დასაწყისში „დინამო“ უფრო აქტიურობდა და რამდენიმე სახიფათო შეტევაც განახორციელა, მაგრამ რეალურ საგოლე მომენტამდე საქმე არ მისულა. შემდეგ თამაში გათანაბრდა, თუმცა, ვერც ტორპედოელები შექმნეს რეალური ხიფათი მეტოქის კართან
მეორე ტაიმის დაწყებიდან ათ წუთში თბილისელთა ესპანელმა მცველმა კიკე ლოპესმა მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და სტუმრები მოედანზე 10 კაცით დარჩნენ. „ტორპედო“ ტერიტორიულ უპირატესობას კი ფლობდა, მაგრამ საქმე ზუსტ დარტყმამდე ვერ მიიყვალა. გოლის გატანის ყველაზე რეალური შანსი პორტუგალიელ მცველ პედრო მონტეიროს ჰქონდა, როდესაც სტანდარტულის შესრულების დროს პარტნიორისგან ზუსტი პასი მიიღო და თავით ბურთი გვერდით ძელს მოახვედრა. შეხვედრის მიწურულს „დინამოს“ კართან ვითარება კიდევ ერთხელ დაიძაბა, მაგრამ ქუთაისელებმა დამამთავრებელ ფაზაში კარგად ვერც ამჯერად ითამაშეს. საბოლოოდ, გუნდები უგოლო ფრეზე გაიყარნენ და „ტორპედო“ 19 ქულით 10-გუნდიან ჩემპიონატში მე-4 ადგილზეა, ხოლო „დინამო“ 14 ქულით მეხუთეა.
ტორპედო 0:0 დინამო თბ 
პორტუგალიელი რუი მოტას ხელმძღვანელობით გორის „დილამ“ გასვლაზე „თელავს“ მინიმალური ანგარიშით აჯობა. მატჩში ერთადერთი გოლი ნიდერლანდელმა ვოუტერმა გაიტანა, როდესაც 78-ე წუთზე მეტიქს მცველს მოგერიებული ბურთი საჯარიმოში დაამუშავა და მეკარისგან ახლო კუთხეში ზუსტად დაარტყა.  „დილა“ 27 ქულით მეორეა, რუსი იგორ ვასილენკოს გაწვრთნილი „თელავი“ კი 11 ქულით მეშვიდეა.
თელავი 0:1 დილა 

ლაშა თაბაგარი