„ასტონ ვილას“ მოულოდნელი მარცხი „ოლიმპიაკოსთან“

0
47

კონფერენს ლიგის ნახევარფინალის პირველ მატჩში უნაი ემერის ხელმძღვანელობით ბირმინგემის „ასტომ ვილამ“ პირეოსის „ოლიმპიაკოსი“ მიიღო, მოულოდნელად 2:4 დამარცხდა. მენდილიბარის გუნდიდან მე-16 წუთზე ანგარიში ელ კააბიმ გახსნა, რომელმაც 29-ე წუთზე დუბლი მიითვალა – 0:2.
პირველი ტაიმისთვის დამატებულ წუთზე ბირმინგემელებიდან ერთი საპასუხო ბურთი უოტკინსმა გაიტანა, ხოლო 52-ე წუთზე დიაბიმ თანაფარდობა აღადგინა. 56-ე წუთზე ელ კააბიმ ჰეთ-თრიქი შეასრულა – 2:3. 67-ე წუთზე ჰესემ მასპინძლების კარი კიდევ ერთხელ აიღო და ეს გოლი მატჩში საბოლოო აღმოჩნდა. ამ გუნდებს შორის საპასუხო თამაში 9 მაისს საბერძნეთში შედგება.
მეორე ნახევარფინალში ფლორენციის „ფიორენტინამ“ „ბრიუგე“ მიიღო და ერთბურთიანი სხვაობით აჯობა. მასპინძლები მე-5 წუთზე სოტილმა დააწინაურა, ვანაკენმა კი პენალტიდან ანგარიში გაათანაბრა. 37-ე წუთზე ბელოტიმ „ფიორენტინა“ ისევ დააწინაურა, მაგრამ ტიაგოს წყალობით „ბრიუგემ“ ისევ გაათანაბრა. „ფიორენტინას“ მბალა ნზოლამ მოაგებინა, რომელმაც სტუმრების კარი ძირითადი დროსთვის მსაჯის მიერ დამატებულ წუთზე აიღო. ამ წყვილში გამარჯვებული 9 მაისს ბრიუგეში გაირკვევა.
ლაშა თაბაგარი