მიქაუტაძემ „მეცს“ სამი ქულა მოუტანა

0
43

გიორგი მიქაუტაძემ საფრანგეთის ლიგა 1-ში ზედიზედ მესამე მატჩში გაიტანა. 25-ე ტურში „მეცმა“, რომელშიც საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდი გამოდის შინ ბოლოადგილოსანი „კლერმონი“ მინიმალური ანგარიშით დაამარცხა. ერთადერთი გოლი 33-ე წუთზე პენალტიდან მიქაუტაძემ გაიტანა. 23 წლის ფეხბურთელმა ამ სეზონში მეტოქეთა კარი 5-ჯერ აიღო და 3 საგოლე გადაცემა მიითვალა. „მეცი“ 23 ქულით 18-გუნდიან ჩემპიონატში ბოლოსწონაა.
MLS-ის ახალ სეზონში მეორე მატჩი ჩაატარა საბა ლობჟანიძის „ატლანტა იუნაიტედმა“ და პირველი სამი ქულაც მოიპოვა – შინ „ნიუ ინგლენდი“ 4:1 დაამარცხა. ჩვენი ეროვნული გუნდის გარემარბი ისევ სასტარტოში იყო და 79-ე წუთზე შეცვალეს.
ლაშა თაბაგარი