გიორგი ქვილითაიამ მიმდინარე სეზონში კვიპროსის ჩემპიონატში თავისი მე-6 გოლი გაიტანა. გათამაშების ლიდერი აპოელი უშუალო კონკურენტ ლიმასოლის „არისს“ ეწვია და მინიმალური სხვაობით დამარცხდა. საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა და აპოელის კაპიტანმა თავი 63-ე წუთზე გამოიჩინა, როდესაც მეტოქის ნახევარზე გადაცემ ჩაჭრა, წინ გამოსულ მეკარეს გვერდი აუარა და ზუსტად დაარტყა – 1:2. ის მე-80 წუთზე შეცვალეს, ხოლო ჩვენი ეროვნული გუნდის მცველმა ლაშა დვალმა მოედანზე 2 ტაიმი გაატარა. აპოელს 63 ქულა დარჩა, ხოლო მეორე ადგილზე მყოფ „არისს“ 60 ქულა აქვს.
ავსტრიის ბუნდესლიგის 22-ე ტურში გრაცის „შტურმი“ სტუმრად „ჰარტბერგს“ შეხვდა და გუნდებმა ქულები გაიყვეს – 1:1. საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა ოთარ კიტეიშვილმა შეუცვლელად ითამაშა. „შტურმი“ 46 ქულით 12-გუნდიან სატურნირო ცხრილში მეორეა.
„ვოლფსბერგერმა“ შინ „ალტახს“ ვერ მოუგო. მასპინძლების განაცხადში ქართველი ნახევარმცველი სანდრო ალთუნაშვილი





