ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალის პირველ მატჩში “ბარსელონასთან” შინ 1:1 დასრულებული მატჩის შემდეგ, “ნაპოლის” ახალმა მთავარმა მწვრთნელმა ფრანჩესკო კალცონამ 68-ე წუთზე კვარაცხელიას შეცვლის მიზეზზე ისაუბრა:
“მოედანზე იმ ფეხბურთელებს ვტოვებ, რომლებიც კარგად თამაშობვნ და მათ სახელებს არ ვუყურებ. კვარაცხელია უმაღლესი დონის მოთამაშეა და წელსაც დაგვეხმარება, ისევე როგორც გასულ სეზონში აკეთებდა. თუმცა, შევცვალე, რადგან ფანტასტიკურად არ უთამაშია. ხანდახან ისე ხდება, რომ შენი დღე არაა.
“კვარას” ეს ხელს შეუწყობს და მეტსაც იშრომებს. მისი ტაქტიკური სვლებით იმედგაცრუებული არ ვყოფილვარ. უბრალოდ, მას არ ჰქონდა საკმარისი სივრცე და მომენტები. საერთო ჯამში, კმაყოფილი ვარ“.
კვარაცხელია შეცვლით უკმაყოფილო დარჩა და მთავარ მწვრთნელს ხელი არ ჩამოართვა, ხოლო თამაშის დასრულების შემდეგ სტადიონი პირველმა დატოვა.|
მიმდინარე სეზონში ხვიჩამ „ნაპოლიში“ ყველა ტურნირში 32 მატჩი ჩაატარა – 6 გოლი გაიტანა და 4 საგოლე პასი გააკეთა.
ლაშა თაბაგარი





