„ლივერპული“ უნიკალური მიღწევის ავტორი გახდა

0
53

„ლივერპულმა“ პრემიერლიგის 26-ე ტურში „ლუტონი“ მიიღო და 4:1 გაიმარჯვა. იურგენ კლოპის გუნდი ევროპის ტოპ 5 ლიგაში უნიკალური მიღწევის ავტორი აღმოჩნდა. საქმე ისაა, რომ მიმდინარე სეზონში ინგლისური გუნდი ერთადერთია, რომლის 5 ფეხბურთელმა 10 ან მეტი გოლი გაიტანა.
„ლუტონთან“ თავი კოლუმბიელმა ლუის დიასმა გამოიჩინა, რომელიც მეხუთე მოთამაშე აღმოჩნდა, ვინს 10-გოლიან ზღვარს მიაღწია.
მანამდე, თავი მოჰამედ სალაჰმა (19), დიოგო ჟოტამ (14), დარვინ ნუნიესმა (13) და კოდი გაკპომ (11) გამოიჩინეს.
„ლივერპული“ 60 ქულით პრემიერლიგაში ლიდერობს და 4 ქულით სჯობს „,მანჩესტერ სიტის“, რომელმაც ერთი თამაშით ნაკლები ჩაატარა.
ლაშა თაბაგარი