საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული გუნდის თანაშემწე ალექსანდრე ჯიკოჩის თანაშემწე მანუჩარ მარკოიშვილის თქმით, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში სტუმრად 23 თებერვალს დანიასთან მოსაგებად მზად არიან.
მანუჩარ მარკოიშვილი: “დროის დეფიციტი ყოველთვის გვაქვს, ახალი მწვრთნელი გვყავს, ახალი სისტემა იქნება, ახალი გადალაგება ხდება, ძალიან საინტერესო პროცესი მიდის. ბიჭები ითვისებენ თავიანთ როლს და ცდილობენ საკუთარ თავი წარმოაჩინონ. დანარჩენი თამაშის დროს გამოჩნდება.
რაც შეეხება ახალ ლეგიონერს, არ მგონია სწორი იყოს მისი წინამორბედებთან შედარება. ის რამდენიმე დღეა რაც ჩვენთან არის, ძალიან საინტერესო მოთამაშეა. ყველამ ვიცით, რომ კარგი მსროლელია და ეს მისი ყველაზე ძლიერი მხარეა. დროთა განმავლობაში, როცა კარგად გაიგებს, რა როლი აქვს ზუსტად და რას ვითხოვთ მისგან, უფრო წარმატებული იქნება.
გუნდი სრული დატვირთვით ემზადება. დანიელებს არ ეყოლებათ შილდსი და მთელი აქცენტი გადავა ლუნდბერგზე. უნდა შევაჩეროთ მასზე აწყობილი თამაში და ზოგადად კარგად ვითამაშოთ დაცვაში. ვფიქრობ, 23 თებერვლისთვის მზად ვიქნებით გამარჯვების მოსაპოვებლად”.





