არველაძის გუნდი გასავარდნ ზონას დაშორდა

0
45

შოთა არველაძის მთავარ მწვრთნელად დანიშვნის შემდეგ „ქარაგიუმრუქმა“ თურქეთის სუპერლიგაში მეორე მატჩი მოიგო და ამ შემთხვევაშიც მეტოქეს 4 გოლი გაუტანა.
23-ე ტურში „ქარაგიუმრუქმა“ „რიზესფორი“ მიიღო და 4 უპასუხო ბურთი გაუტანა. მასპინძლები 38-ე წუთზე იესერიჩმა დააწინაურა, ხოლო 66-ე წუთზე სერდარ დურსუნმა მეტოქის კარი მეორედ აიღო. 75-ე წუთზე თავი მერცანმა გამოიჩინა, 85-ე წუთზე კი წერტილი კელესმა დასვა.
„ქარაგიუმრუქმა“ ამ გამარჯვების წყალობით გასაავრდნ ზონას თავი დააღწია და 24 ქულით 20-გუნდში მე-16 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი