ინგლისის ასოციაციის თასის 1/16-ფინალის პირველ შეხვედრაში „უოტფორდმა“, სადაც გიორგი ჩაკვეტაძე გამოდის, „საუთჰემპტონი“ მიიღო და გუნდები ფრეზე გაიყარნენ – 1:1.
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევმა ნახევარმცველმა უოტფორდელთა სასტარტო შემადგენლობაში მორიგი მატჩი ჩაატარა და 86-ე წუთზე შეცვალეს. მასპინძლები მე-5 წუთზე მათეუს მარტინსმა დააწინაურა, ხოლო 89-ე წუთზე „საუთჰემპტონიდან“ ანგარიში ამსტრონგმა გაათანაბრა.
ინგლისის ასოციაციის თასის რეგლამენტის მიხედვით ამ გუნდებს შორის გამარჯვებული 6 თებერვალს “საუთჰემპტონის” მოედანზე გასამართ გადათამაშებაში გამოვლინდება.
ლაშა თაბაგარი





