მამარდაშვილის გუნდის წარმატებული სერია შეწყდა

0
43

“ვალენსია”, რომელლის კარს გიორგი მამარდაშვილი იცავს, ზედიზედ ოთხი გამარჯვების შემდეგ სტუმრად მადრიდის “ატლეტიკოსთან” დამარცხდა. საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარემ ესპანეთის ლა ლიგაში შეუცვლელად მორიგი მატჩი ჩაატარა. მან მატჩის საწყის წუთებში ახლო მანძილიდან ანტუან გრიზმანის დარტყმული ბურთი მოიგერია. ცორა ხანში იმავე გრიზმანს უკვე მარცხენა მახვილი კუთხიდან არ გაატანინა. ამას უკვე სამუელ ლინოს დარტყმული განეიტრალება მოჰყვა. ტაიმის მიწურულს მეტოქის საჯარიმოში მყოფი პაბლო ბარიოსი გარე ტერფით შეეცადა მამარდაშვილისთვის გატანა, მაგრამ ქართველმა მეკარემ იყოჩაღა.
მასპინძლებმა ანგარიში პირველი ტაიმისთვის დამატებული მე-5 წუთზე ყოფილი ვალენსიელის სამუელ ლინოს დარტყმის შემდეგ გახსნეს, რომელმაც ანტუან გრიზმანის საუცხოო გადაცემის შემდეგ, მამარდაშვილთან პირისპირ გასულმა თავისი შანსი ხელიდან არ გაუშვა.
მეორე ტაიმის დაწყებიდან 10 წუთში “ვალენსიამ” კუთხური ჩააწიდა და სავიჩის თავით დარტყმული მამარდაშვილმა ნახტომში მოიგერია. 57-ე წუთზე მოლინას პასის მერე, სტუმართა კარი ახლო მანძილიდან მემფის დეპაიმ თავით აიღო და დარჩენილ დროში მეტი გოლი არ გასულა.
“ვალენსია” 32 ქულით 20-გუნდიან ლა ლიგაში მე-8 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი