ბონუჩი „ფენერბაჰჩეში“ ითამაშებს

0
45

იტალიის ეროვნული ნაკრების მცველი ლეონარდო ბონუჩი ბერლინის „უნიონიდან“ სტამბოლის „ფენერბაჰჩეში“ გადავიდა, იუწყება იტალიელი ჟურნალისტის ფაბრიციო რომანო. 36 წლის ფეხბურთელმა თურქულ კლუბთან კონტრაქტი 2024 წლის ივნისამდე გააფორმა და ხელფასად 1,3 მილიონ ევროს მიიღებს. „ფენერბაჰჩე“ „უნიონს“ ბონუჩის სანაცვლოდ კომპენსაციას გადაუხდის.
იტალიელი „უნიონს“ გასული წლის სექტემბერში გადავიდა და ყველა ტურნირში ჩატარებულ 11 მატჩში 1 გოლი გაიტანა.
ლაშა თაბაგარი