საქართველოს ჩემპიონმა სერბი დაიმატა

0
48

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მოქმედმა ჩემპიონმა ბათუმის “დინამომ” ზამთარში პირველი ტრანსფერი განახორციელა. ბათუმელთა პრესსამსახურის ინფორმაციით 28 წლის სერბი მცველი ბოიან მლადოვიჩი დაიმატეს. მლადოვიჩმა გასული სეზონი კოსტანას “ტობოლში” გაატარა, რომლის შემადგენლობაში ყაზახეთის პრემიერლიგაში 18 მატჩი ჩაატარა. მანამდე, ის სერბულ კლუბებში გამოდიოდა – “ბაჩკა”, “მლადოსტი”, “რადნიჩკი”.
ლაშა თაბაგარი