ფიფამ ნიდერლანდების ეროვნული ნაკრების, ამსტერდამის „აიაქსის“, „ბარსელონას“ და „არსენალისს“ ექსგარემარბი მარკ ოვერმარსი ფეხბურთიდან მოკვეთა. ოვერმარსმა „აიაქსის“ სპორტულ დირექტორად მუშაობის დროს თავისი კლუბის თანამშრომელ ქალს ტელეფონით მამაკაცის სასქესო ორგანოს ფოტოები გაუგზავნა, რის გამო თანამდებობიდან დაითხოვეს.
„ფიფა ადასტურებს, რომ ნიდერლანდების სამეფო საფეხბურთო ასოციაციის მოთხოვნის საფუძველზე ფიფას სადიციპლინო კომიტეტმა მარკ ოვერმარსს სანქცია დაადო, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით იმოქმედებს“ – იუწყება ფიფა.
ოვერმარსი „აიაქსის“ სტრუქტურაში 2012 წლიდან მუშაობდა. ის 2022 წელს ბელგიის „ანტვერპენში“ სპორტული დირექტორის თანამდებობაზე დაინიშნა.
ლაშა თაბაგარი





