GFF Awards 2023 | საუკეთესოები 28 დეკემბერს გამოვლინდებიან

0
33

28 დეკემბერს, 19:00 საათზე, რესპუბლიკა ივენთ ჰოლში, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წლის შემაჯამებელი ღონისძიება, GFF Awards 2023 გაიმართება.

GFF Awards 2023-ზე საუკეთესოები შემდეგ ნომინაციებში გამოვლინდებიან:

  • 2023 წლის საუკეთესო კაცი ფეხბურთელი
  • 2023 წლის საუკეთესო ქალი ფეხბურთელი
  • 2023 წლის ფუტსალის საუკეთესო მოთამაშე
  • 2023 წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი
  • 2023 წლის საუკეთესო მსაჯი
  • 2023 წლის ქალთა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელი
  • 2023 წლის ქალთა ლიგის საუკეთესო მწვრთნელი
  • ალექსანდრე ჩივაძის მედლები 2023 წლის საუკეთესო 17-წლამდე და 19-წლამდე მოთამაშეებისთვის

ამას გარდა, უეფას 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატის ორგანიზებაში და მასობრივი ფეხბურთის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის გაიცემა სპეციალური პრიზები.