28 დეკემბერს, 19:00 საათზე, რესპუბლიკა ივენთ ჰოლში, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წლის შემაჯამებელი ღონისძიება, GFF Awards 2023 გაიმართება.
GFF Awards 2023-ზე საუკეთესოები შემდეგ ნომინაციებში გამოვლინდებიან:
- 2023 წლის საუკეთესო კაცი ფეხბურთელი
- 2023 წლის საუკეთესო ქალი ფეხბურთელი
- 2023 წლის ფუტსალის საუკეთესო მოთამაშე
- 2023 წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი
- 2023 წლის საუკეთესო მსაჯი
- 2023 წლის ქალთა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელი
- 2023 წლის ქალთა ლიგის საუკეთესო მწვრთნელი
- ალექსანდრე ჩივაძის მედლები 2023 წლის საუკეთესო 17-წლამდე და 19-წლამდე მოთამაშეებისთვის
ამას გარდა, უეფას 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატის ორგანიზებაში და მასობრივი ფეხბურთის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის გაიცემა სპეციალური პრიზები.




