პსჟ „სან პაულუდან“ მცველს ყიდულობს

0
63

„პარი სენ ჟერმენმა“ ბრაზილიის „სან პაულუს“ მცველ ლუკას ბერალდოსთან პირადი კონტრაქტის პირობები შეათანხმა, იუწყება იტალიელი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო.
20 წლის ბრაზილიელი ფეხბურთელი ფრანგულ გრანდთან 5-წლიან ხელშეკრულებას გააფორმებს. მიმდინარე კვირაში ბერალდო პსჟ-შსი სამედიცინო შემოწმება გაივლის და ამის შემდეგ, მისი ტრანსფერის შესახებ ოფიციალურად განაცხდებენ. ბერალდო „სან პაულუში“ 2020 წლიდან გამოდის. მან ბრაზილიისს ერთ-ერთი ყველაზე ტიტულიანი კლუბის მაისურით ყველა ტურნირში 52-ჯერ ითამაშა და 1 გოლი გაიტანა.
ცნობისთვის, მიმდინარე თვეში „სან პაულუმ“ ბერალდოს სანკტ-პეტერბურგის „ზენიტში“ 18 მილიონ ევროდ გაყიდვა იუარა.
ლაშა თაბაგარი