ისკო „ბეტისში“ რჩება

0
68

ისკო სევილიას „ბეტისთან“ ახალ კონტრაქტს გააფორმებს, ირწმუნება ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო.
31 წლის ნახევარმცველი ანდალუსიელებს თავის ბედს 2027 წლის ზაფხულამდე დაუკავშირებს. მას კლუბთან მოქმედი ხელშეკრულება მიმდინარე სეზონის ბოლომდე აკავშირებს.
ესპანეთის ეროვნული ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი „ბეტისს“ 2023 წლის ივლისში შეუერთდა და ყველა ტურნირში ჩატარებულ 23 მატჩში გატანილი 3 გოლის გარდა, 4 საგოლე პასი გააკეთა.
ისკო გასულ სეზონში „სევილიაში“ გამოდიოდა, ხოლო მანამდე 2013-2022 წლებში მადრიდის „რეალის“ ღირსებას იცავდა.
ლაშა თაბაგარი