ჟიტომირის „პოლესიე“, რომელშიც გიორგი მაისურაძე თამაშობს, უკრაინის თასის 1/4-ფინალში გავიდა. 1/8-ფინალში ჟიტომირელებმა შინ ქვედალიგელი „ნოვი როზდილი“ 2:0 დაამარცხეს.
საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების ყოფილი მარჯვენა მცველი სასტარტო შემადგენლობაში იყო და მე-60 წუთზე შეცვალეს. მასპინძლები მე-10 წუთზე ფილიპოვმა დააწინაურა, ხოლო 33-ე წუთზე გაიდაჩუკმა მეორე გოლი გაიტანა. 24 წლის მაისურაძემ მიმდინარე სეზონში ჩემპიონატში 6-ჯერ ითამაშა და 1 გოლი გაიტანა, ხოლო თასზე 2-ჯერ ითამაშა.
ლაშა თაბაგარი





